მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მცირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი?

BM.GE
12.10.21 18:32
415
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტი რთველის სუბსიდირების პროგრამის შემცირების ხარჯზე მცირდება. ამის შესახებ მან პარლამენტში BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. საქმე ის არის, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის I ვარიანტის მიხედვით, შემდეგ წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 577 მილიონი ლარით დაფინანსებაა განსაზღვრული, რაც 2021 წელთან შედარებით 51 მილიონი ლარით ნაკლებია.