მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ "გაიხმო" სამინისტრომ კლინიკებთან შეთანხმებული კანონპროექტი კენჭისყრამდე წუთებით ადრე?

BM.GE
18.07.20 00:27
721
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრების პროცედურის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებებს, რაზეც ჯანდაცვის კომიტეტზე კლინიკების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის კონსენსუსი შედგა, არ დაამტკიცებენ. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც კლინიკებისთვის ჯარიმებს, ლიცენზიების სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე შეჩერებას და სხვა რეგულაციებს ეხებოდა. ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კლინიკების მიერ გამოხატული მკვეთრი პოზიციის შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე საკითხი დათმო, მათ შორის სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით შეიცვალა ჩანაწერი და კომიტეტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭი პლენარულ სხდომაზეც უყარეს და დაამტკიცეს. დღესვე, პლენარულ სხდომაზე შესვენების დროს დიმიტრი ხუნდაძის კომიტეტმა კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა და მიღებაც მოასწრო. კანონპროექტი ამ შეთანხმების შემდეგ, დღესვე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით უნდა გასულიყო და პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში კანონის სახე უნდა მიეღო, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.