მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეიცვალა მთის კურორტების განვითარების კომპანიამ სახელი?

BM.GE
22.10.21 20:11
620
როგორც ირაკლი ჭირაქაძემ და ასევე მარიამ ქვრივიშვილმა გვითხრეს, ძალიან აქტიურად ემზადებიან ზამთრის ტურისტული სეზონისთვის. რეგულაციების ნაწილზე უკვე ვისაუბრე გადაცემის დასაწყისში, რაც შეეხება ინფრასტრუქტურის ნაწილს, სვანეთში - კურორტ ჰაწვალზე ახალი საბაგირო უნდა დამონტაჟდეს - დაახლ. 35 მლნ ლარი იხარჯება. ასევე, 2,5 მლნ ლარი ჯდება მეხის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებული „კოხტას“ საბაგიროს აღდგენა და ასევე, 3 დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ახალი დიდველის გათოვლიანების სისტემის მოწყობისთვის მილიონ 600 ათასი ევრო იხარჯება, სხვათა შორის ეს იმ დიდი ინფრასტრუქტურის ნაწილია, რომლის აშენება და გამართვა მოუწევს საქართველოს, რადგან 2023 წელს ბაკურიანში სნოუბორდისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უნდა ვუმასპინძლოთ. ჯამში საუბარია 150 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოებზე.