20.სექტემბერი .2021 10:20

რატომ შემცირდა აცრები?

უკან

დღიურად აცრილი მოქალაქეების რაოდენობა ისევ მცირდება. ენსიდისის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო პერიოდში პირველადი დოზით აცრილი მოქალაქეების რიცხვი მეორადი დოზის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. შედეგად 20 სექტემბრისთვის ქვეყანას ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 24% ჰყავს აცრილი, რაც წლის ბოლომდე 60%-იანი მოცვის ალბათობას უფრო და უფრო ამცირებს.