მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შემცირდა თხილის ექსპორტი?

BM.GE
09.01.23 13:50
339
საქართველოს ექსპორტში თხილი და სხვა კაკალი უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში 1.8%-იანი წილით მეცხრე ადგილს ინარჩუნებს, თუმცა გასულ წელს ქვეყნიდან საერთაშორისო ბაზარზე თხილის რეალიზება კლების ტენდენციით ხასიათდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველომ თხილის რეალიზებით 89.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.6%-ით ჩამორჩება. შედეგად იანვარ-ნოემბრის განმავლობაში ქვეყნიდან ექსპორტზე 21 456 ტონა თხილი გავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის შემდეგ თხილის ექსპორტის მაჩვენებელი იზრდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში, თხილისა და სხვა კაკლის მთავარ საექსპორტო ბაზარს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა. ამ ბაზარზე თხილის ექსპორტის 72.2% მოდიოდა. 

TOP-10 ქვეყნის რეიტინგი ღირებულების მიხედვით კი ასეთია:
1. იტალია - 25.2 მლნ დოლარი, 6 934 ტონა;
2. გერმანია - 20.4 მლნ დოლარი, 4 147 ტონა;
3. სომხეთი - 8 მლნ დოლარი, 2 065 ტონა;
4. ესპანეთი - 4.7 მლნ დოლარი, 921 ტონა;
5. რუსეთი - 3.3 მლნ დოლარი, 824 ტონა;
6. ლიეტუვა - 3.2 მლნ დოლარი, 621 ტონა;
7. საფრანგეთი - 3.1 მლნ დოლარი, 580 ტონა;
8. პოლონეთი - 2.7 მლნ დოლარი, 559 ტონა;
9. ჩეხეთი - 2.5 მლნ დოლარი, 524 ტონა.
10. საუდის არაბეთი - 2.1 მლნ დოლარი, 375 ტონა;

რაც შეეხება იმას თუ საიდან ყიდულობს და რა მოცულობით საქართველო თხილს, სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 12.1 მლნ დოლარის 3 995 ტონა თხილი და კაკალი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს ღირებულებით 3.4%-ით აღემატება. აღსანიშნია, რომ ამ ხნის განმავლობაში თხილი და სხვა კაკალი ძირითადად აშშ-დან შემოვიდა.

საიმპორტო ქვეყნების TOP-5-ეული კი ასეთია:
1. აშშ - 3.8 მლნ დოლარი, 1 496 ტონა;
2. თურქეთი - 2.1 მლნ დოლარი, 725 ტონა;
3. უკრაინა - 1.6 მლნ დოლარი, 507 ტონა;
4. ყირგიზეთი - 811 ათასი დოლარი, 270 ტონა;
5. უზბეკეთი - 659 ათასი დოლარი, 227 ტონა.

სტუმარი: გიორგი თოდუა - თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი