მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უფასურდება ლარი? - ნათია თურნავას განმარტება

BM.GE
16.09.20 15:20
757
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ საქართველოში ვალუტის კურსის რყევები ზომიერი და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია.საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღეა ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს. 15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი, ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით ღირებულების 2% დაკარგა. ეს განცხადება ნათია თურნავამ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომაზე გააკეთა, რომელსაც პირველად საქარველო მასპინძლობს.