მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა დავაწესოთ რუსეთთან სავიზო რეჟიმი?

BM.GE
28.09.22 11:36
253
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ რუსეთიდან საზღვრის კვეთის მაჩვენებელი 40-45%-ით გაიზარდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა უარყო ინფორმაცია ქვეყანაში 250 000 რუსეთის მოქალაქის შემოსვლის შესახებ თუმცა თქვა, რომ საზღვარზე გაზრდილი ნაკადის გამო, გამშვებ პუნქტებთან დამატებითი საპოლიციო ძალები გადაიყვანეს. ყოველდღიურად რამდენი რუსეთის მოქალაქე შემოდის ქვეყანაში და რამდენად მწვავედ დგას დღეს სავიზო რეჟიმის დაწების საკითხი?