26.ივლისი .2021 13:00

რატომ უნდა გადაიხედოს ჰოსპიტალური ტარიფები?

132
უკან

ჰოსპიტალური სექტორი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო მომსახურების სატარიფო პოლიტიკაზე კომუნიკაციას სთხოვს და უახლოეს დღეებში კერძო სექტორი ერთიანი ხედვის შეთავაზებას გეგმავს. დღეს მოქმედი ტარიფები 2019 წლამდე არის დადგენილი, თუმცა მათი გადახედვა არ ხდება, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დევალვაციის, ელექტროენერგიის ტარიფის გაორმაგებისა და სახარჯი მასალის საგრძნობი გაძვირების მიუხედავად. დღის წესრიგში დგას წარმოდგენილი ტარიფების ინდექსაციის ისეთი მექანიზმის შექმნის საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფს ჰოსპიტალური სექტორის ოპერირების გაგრძელების შესაძლებლობას და მიმართული იქნება სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

სტუმარი: ეკატერინე ქავთარაძე - “ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორის მოადგილე;