მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ ფართოვდება ბათუმის აეროპორტი

BM.GE
20.11.19 00:16
705
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ბიუროკრატიული ელემენტების გამო ვერ ფართოვდება - განცხადება საქმიანი დილის ეთერში, Tav Georgi-ის გენერალური მენეჯერის მოადგილემ, თეა ზაქარაძემ გააკეთა. მისი თქმით, უკვე დიდი ხანია აანონსებენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი საჭიროებს გაფართოვებას. ფინანსური რესურსები მობილებული აქვთ და სახელწიფოს მხრიდან დასტურს ელოდებიან. თეა ზაქარაძის თქმით, ეს ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც გულისხმობს არსებული ტერმინალის გაფართოვებას, როგორც მოფრენის ასევე გაფრენის სივრცეში და ემატება 3 300 კვადრატული მეტრი არსებულ ტერმინალს, რაც მგზავრებისთვის ბევრად უფრო კომფორტული იქნება.