20.ოქტომბერი .2021 23:34

რატომ ვერ ითვისებს ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიზაციისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს?

135
უკან

საქართველოს მთავრობა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირების ანუ იმუნიზაციისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს დაბალი ტემპებით ითვისებს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური კონკრეტულ რიცხვებზე დაყრდნობით ბიუჯეტის შესრულების დასკვნაში წერს. აღნიშნული მიმართულებით თანხების ათვისების დაბალი მაჩვენებლის გამო, აუდიტის სამსახურმა განმარტებების მისაღებად ფინანსთა სამინისტროსაც მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება დღეს გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც.