მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ იხსნება "ისთ ფოინთში" მაღაზიები?

BM.GE
12.05.20 10:05
1496
11 მაისიდან კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების ნაწილი, რომელიც გადაადგილების, ასევე ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას ეხება, მოიხსნა. თუმცა შეზღუდვების მოხსნა არ შეეხო ტანსაცმლისა და ფეხსცმლის მაღაზიებს… თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრში “ისთ ფოინთში” მხოლოდ ერთადერთი მაღაზია “დომინო” გაიხსნა… BMG-სთან საუბარში ისთ ფოინთის მარკეტინგის დირექტორი ამბობს, რომ მათ ჰქონდათ მჭიდრო კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან და მათგან მიიღეს სიტყვიერი დაპირება, რომ მაღაზიებს ექნებოდათ ოპერირების საშუალება, რადგან სავაჭრო ცენტრში მაღაზიებს დამოუკიდებელი შესასვლელი აქვთ და გარე ტერიტორიაზეა განლაგებული. როგორც ჩანს ზეპირი შეთანხმება არ შედგა.