მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ წავიდა ტიკარაძე? - საქმის კურსი - 10.12.2021_13:40 - გადაცემა სრულად

BM.GE
10.12.21 14:18
432
კორონავირუსის ყველაზე სწრაფად გავრცელებადი შტამის – ომიკრონის მოლოდინში ჯანდაცვის მინისტრი გადადგა. რა რეალობაში დატოვა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა? – ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი არასახარბიელოა. საქართველო კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებლით მსოფლიოს მასშტაბით, 100 ათას მოსახლეზე გაანგარიშებით, მეორე ადგილზეა. გადავხედოთ სოციალურ მდგომარეობასაც. ნოემბრის მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში 637 ათას 747 ადამიანია. ეს მთელი ქვეყნის მოსახლეობის 17.1 პროცენტია. რა თქმა უნდა, აქ პანდემიის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ, რამაც მოსახლეობის ცხოვრების დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ამ რიცხვების ფონზე, ეკატერინე ტიკარაძეს უკვე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს რიგებიდან მოუწევს დააკვირდეს, როგორ დაძლევს სიღარიბეს ღარიბაშვილის მთავრობა, ან რა მიდგომებით გააგრძელებს პანდემიის მართვას.

სტუმარი: ანდრია ურუშაძე - ჯანდაცვის სპეციალისტი; ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი;