მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე შეთანხმდა ჯანდაცვის სექტორი მთავრობასთან?

BM.GE
17.07.20 14:26
799
ჯანდაცვის კომიტეტზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებში ცვლილებებს განიხილავენ, რომლის ავტორიც ჯანდაცვის სამინისტროა.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კლინიკებისთვის დაწესებული რეგულაციური ტვირთი გამკაცრდება, რაც ჯარიმების, შემოწმებების სიხშირის გაზრდასა და ახალი რეგლამენტის დამტკიცებას უკავშირდება. რეგულაციების ზრდას კლინიკების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ცვლილებები არათანმიმდევრულია და მარეგულირებლის მხრიდან თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების რისკებს ზრდის; კლინიკების შეფასებით, ამ ცვლილებით კორუფციული რისკებიც იმატებს.
როგორ მიმდინარეობდა პარლამენტში განხილვა და რა შედეგით დასრულდა?