მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რძის სექტორს გეოგაპის სტანდარტის სერტიფიკატი ექნება

BM.GE
03.12.21 13:18
445
გუშინ სასტუმრო რუმსის „გარდენ ჰოლში“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების სერტიფიცირების სისტემაში გეოგაპში მერძევეობის მოდულის დანერგვის პრეზენტაცია გაიმართა . გეოგაპის სტანდარტის მიზანია ადგილობრივი მერძევე ფერმერებისათვის ფერმერული პრაქტიკების გაუმჯობესების გზით, უვნებელი და ხარისხიანი რძის წარმოების სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა, რაც ფერმერების ბაზარზე სტაბილურ წვდომას უზრუნველყოფს.