მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Reachnewmarkets ქართული სანელებლები და სამკურნალო მცენარეები EU-სა და აშშ-ში იყიდება - „ფარკონის" ისტორია

BM.GE
31.05.23 10:41
215
1997 წელს დაფუძნებული კომპანია ამჟამად 2 საწარმოს ფლობს, სადაც ველური სამკურნალო მცენარეების, ტყის ხმელი კენკრის, დაფნის ფოთლისა და სანელებლების გადამუშავება მიმდინარეობს. სანელებლების დიდი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება სამკურნალო მცენარეები კი სრულად ექსპორტზე გადის. ფარკონი პროდუქციას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ქვეყნებში და სხვადასხვა არატრადიციულ ბაზარზე ყიდის, მათ შორის უკრაინაში გერმანიასა და ავსტრიაშიც. ამ პროცესში 30 სახის მშრალი სამედიცინო ბალახის და ტყის კენკრის მწარმოებლის მთავარი მხარდამჭერი, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამაა, რომელიც კომპანიას საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციასა და პოტენციურ მყიდველებთან დაკავშირებაში ეხმარება. როგორ ვითარდება კომპანია ფარკონი და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ? 

მამუკა ალფაიძე - „ფარკონის" დამფუძნებელი