ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაში ჩამოთვლილია რეფერენტული ქვეყნები – ესენია: ლატვიის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ბულგარეთის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.
რაც შეეხება ფასს, რეფერენტული საცალო ფასი ითვლება რეფერენტული საბითუმო ფასიდან, სააფთიაქო დარიცხვის პროცენტით ან საცალო კოეფიციენტის საშუალებით, შემდეგი წესით: თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5 ლარამდეა – მას ემატება 40% დარიცხვა; თუ 5-დან 10 ლარამდეა – მას ემატება 35% დარიცხვა; თუ 10-დან 20 ლარამდეა – მას ემატება 30% დარიცხვა; თუ 20-დან 30 ლარამდეა – მას ემატება 25% დარიცხვა; თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 30-დან 50 ლარამდეა – მას ემატება 20% დარიცხვა; თუ ფასი 50-დან 100 ლარამდეა – მას ემატება 15% დარიცხვა და თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 100 ლარი ან მეტია, მაშინ რეფერენტულ საბითუმო ფასს სტანდარტულად ემატება მხოლოდ 20 ლარი.
რაც შეეხება ფასების განახლების სიხშირეს, ფასების გეგმური გადახედვა გათვალისწინებულია წელიწადში ერთხელ და გამოქვეყნდება ნოემბერში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დაშვებულია მხოლოდ ორი გამონაკლისი: ერთი – იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად 30-დღიანი პერიოდის განმავლობაში ეროვნული ვალუტის საშუალო კურსი დოლარსა და ევროსთან მიმართებით 10%-ით ან მეტით გამყარდება ან გაუფასურდება, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია განიხილავს ფარმაცევტულ პროდუქტებზე დაწესებული ფასების განახლებას და მეორე: ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია განიხილოს ფარმაცევტულ პროდუქტებზე დაწესებული ფასები იმ შემთხვევაში, თუ რეფერენტულ ქვეყნებში ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასის განმსაზღვრელი ფაქტორები არსებითად შეიცვალა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებებიდან პირდაპირ იკვეთება, რომ მიზანი ფარმაცევტული ბაზრის სრული კონტროლია. მინისტრის პოზიცია ასეთია – მაშინ როდესაც ფარმაცევტულ სექტორში რეგულაციები არ მოქმედებდა, კომპანიებისთვის ოპერირება მარტივი იყო – ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ რეგულირებისა და მისი კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით დარგის წარმომადგენლებს სხვა პოზიციები ჰქონდათ, იმისთვის, რომ მთავრობამ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება აღასრულოს, კანონში დამატებითი ცვლილებები მაინც შევიდა, მაგალითად – იგივე კომპანიების მხრიდან მედიკამენტების ბაზების გახსნასთან დაკავშირებით.
სტუმარი: ვახტანგ მეგრელიშვილი - პარლამენტარი, „გირჩი“.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი