მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონებში განხორციელებული პროექტები - 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის გეგმები

BM.GE
12.02.20 18:24
669
“ეიპიემ ტერმინალი” ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას კვლავ აანონსებს. კომპანიამ ნავსადგურის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვების მიღების პროცესი უკვე დაიწყო. ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას დასაწყებად ახლა მხოლოდ მთავრობისგან დასტურის მიღება რჩება. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ "ეიპიემ ტერმინალს ფოთის" განცხადება ნავსადგურის გაფართოების პროექტის შესახებ, სამინისტრომ გუშინ მიიღო და მისი განხილვა დაიწყო. BM.GE-სთან მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი ინვესტორის კონკრეტულ გეგმებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს. რაც შეეხება ღრმაწყლოვან ნავსადგურს ის, ექსპლუატაციაში 2022 წლის მეორე კვარტალში უნდა შევიდეს. ამასთან , ეიპიემ ტერმინალი აანონსებს, რომ ჯამში 250 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.