მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეიტინგი: მსოფლიოს TOP ძვირადღირებული ვილები

BM.GE
08.08.22 08:45
634
მე დარწმუნებული, მოვა დრო როცა საქართველოში ცხოვრება და შრომა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამინებისთვის იქნება საინტერესო, და აქაც გაჩნდება პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავების საცხოვრისები, ძვირდაღირებული ვილები თუ იახტები, რომელზეც დაინტერესება იზრდება და ჩვენც ვხარობთ რა ამ მიმართულებითაც მსოფლიოს ბრენდები იჩენენ სათანადო ყურადღებას საქართველოს მიმართ. ფუფუნების მიმართულებით ინტერესი და მოთხოვნის ზრდა, დანამდვილებით არის სამართლიანი ეკონომიკური დოვლათის გადანაწილების პირობებში, ქვეყნის შემოსავლების და მისი მოსახლეობის გამდიდრების უტყუარი ინდიკატორი.

ადამიანებს, როდესაც შესაძლებლობა აქვთ საკუთარი კომფორტისთვის ყველაფერს აკეთებენ, მაგალითად, ყიდულობენ ძვირადღირებულ ავტომობილებს და ისვენებენ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, მაგრამ მთავარი ალბათ რისკენაც ყველა მიისწრაფვის არის ჰქონდეს საკუთარი სახლი, სადაც ექნება პირადი სივრცე და შეძლებს მყუდროდ მოსვენებას. ალბათ ბევრ თქვენგანს რთულად თუ წარმოგიდგენიათ როგორი იქნება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პენტჰაუსებისა თუ სასახლების ვიზუალი და ადგილმდებარეობა. 45 მილიონიდან დაწყებული 1 მილიარდი დოლარით დამთავრებული გიჩვენებთ ყველაზე ძვირფასს სასახლეებსა და პენტჰაუსებს, რომლებიც უმდიდრესი ადამიანების საკუთრებაშია და რომელთა სიდიადესაც საზღვრები არ აქვს.