მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეკორდი ტურიზმში - 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი 2019-ში

BM.GE
10.01.20 18:47
893
2019 წელს საქართველოში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა 2018 წელთან შედარებით +7.8%-ია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 7,725,774 შეადგინა, ზრდა +7.3%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 5,080,478 შეადგინა, რაც 323,658-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ზრდა +6.8%.