მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორნების პროტესტი მთავრობას!

BM.GE
29.01.21 18:17
782
ხვალ 24 საათით დელივერი სერვისი ჩერდება. 80-მდე რესტორანი და კაფე უარს აცხადებს თავისი კერძების მიწოდებაზე. მათ ჩვენი - მომხმარებელების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ამ ფორმით ისინი მთავრობის დამოკიდებულებას აპროტესტებენ, რომ მიუხედავად რამდენიმე შეხვედრისა, კომპრომისი მათი სექტორის გახსნასთან დაკავშირებით მაინც ვერ მოიძებნა. რა განწყობები შეინიშნება ადგილზე აქციისთვის მზადების პროცესში და როგორია მოლოდინი - რა შედეგის მიღწევა უნდათ რესტორნებს და კაფეებს ამ ჯერჯერობით ერთჯერადი აქციით?