მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

RIA-ს მომზადება მხოლოდ მთავრობის კანონპროექტებზე იქნება სავალდებულო

BM.GE
23.01.20 18:45
1129
2020 წლის 17 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის რეგულირების ზეგავლენის დოკუმენტი მომზადდება. ეს ცვლილება არ შეეხება კანონებს, რომლებიც მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებს წარმოადგენენ, მაგალითად, როდესაც მთავრობა სამინიტროს სახელს ცვლის, სამინისტროს ფუნქციები და სტრუქტურა კი, უცვლელი რჩება.

RIA ანუ რეგულირების ზეგავლენის შეფასება არის პროცესი, როდესაც კანონპროექტის მეშვეობით შემოთავაზებული პოლიტიკის მოსალოდნელი გავლენის დადგენა და შეფასება კეთდება ისეთი ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, ხარჯ-სარგებლის ანალიზი.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, განსაზღვრულია სტანდარტი, რომელსაც RIA უნდა აკმაყოფილებდეს, ასევე განსაზღვრულია ისიც თუ რომელი ტიპის კანონების მიღებისთვის არის აუცილებელი მისი მომზადება. ბიზნეს სექტორის დიდი ნაწილი ამას წლებია ითხოვს, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც.


სტუმარი: ალექსანდრე პაპიაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი