მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რის შესაძლებლობას იძლევა ფაქტორინგი?

BM.GE
24.03.22 12:06
492
ფაქტორინგის განვითარების მნიშვნელობაზე საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით და საქართველოს საბანკო ასოციაციის თანაორგანიზებით ბიზნესმენთა გაფართოვებული შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაში მონაწილეობა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა, კომერციულმა ბანკებმა, რითეილ ასოციაციის წევრებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღეს.

დისტრიბუტორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მოკლევადიანი დაფინანსების შესაძლებლობების გაჩენა და კონსიგნაციის ფაქტორინგით ჩანაცვლება მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისა და ინფლაციის ფონზე სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. 

რის შესაძლებლობას იძლევა ფაქტორინგი ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესისთვის ახალი დაფინანსების შესაძლებლობების შექმნის კუთხით? 

სტუმრები: ივა ჭყონია - "საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია", პრეზიდენტი;
ალექსანდრე ძნელაძე - "საქართველოს საბანკო ასოციაცია", პრეზიდენტი;
ირაკლი ნადარეიშვილი - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე;