მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისგან მზადდება ყველი საქართველოში?

BM.GE
09.12.19 12:42
705
რძის მწარმოებლები ფხვნილთან კონკურენციის გასაწევად გადასახადებისგან გათავისუფლებას ითხოვენ. ყველის მწარმოებელთა ასოციაციის წევრები, ამ ეტაპზე კონკრეტულ მოთხოვნებზე მუშაობენ და დასრულებისთანავე პრემიერისთვის წარდგენას გეგმავენ. ეს ერთი საკითხია და ამასობაში რუსუდან გიგაშვილი სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოსა და სხვა შესაბამისი უწყებებისგან ითხოვს, შემოწმდეს საქართველოს ბაზარზე ირანიდან ცოტა ხნის წინ შემოსული გაყინული რძე, რომლითაც საქართველოში ყველს, ხაჭოს და რძის სხვა პროდუქტებს ამზადებენ. რუსუდანი ამბობს, რომ მომხმარებელს აქვს უფლება, იცოდეს, ირანული რძისგან დამზადებულ ყველს მიირთმევს თუ ქართველი მერძევე ფერმერების მიერ წარმოებული ნედლი რძისგან დამზადებულ პროდუქტებს.


სტუმარი: რუსუდან გიგაშვილი - “მომავლის ფერმერი”, თავმჯდომარე