17.მარტი .2021 11:33

რისთვის შეიქმნა შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია“? - ნინო ზამბახიძის სტუმარი: თინათინ მახარაძეა

143
უკან

საქართველოში უმუშევრობის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას რაც ერთის მხრივ, დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობით, ხოლო, მეორეს მხრივ, კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტით და პროფესიული განათლების სუსტი განვითარებით არის გამოწვეული. ამ მხრივ პრობლემებია სოფლის მეურნეობის სფეროშიც და არა მარტო ამ მიზეზით საქმიანი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო რუბრიკა გვაქვს. შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია“, რომელსაც სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ხსნის, პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს. კოლეჯში სწავლა შესაძლებელი იქნება როგორც მოკლევადიანი, რამდენიმე დღიანი კურსით, ისე გრძელვადიანი, 2 წლიანი პროგრამით. პირველ წელს კოლეჯს გრძელვადიან მიმართლებაზე 15 სტუდენტი ეყოლება. რაც შეეხება სწავლის საფასურს, სტუდენტს სწავლის საფასურის მხოლოდ 5-10%-ის გადახდა მოუწევს.

სტუმრები: ნინო ზამბახიძე - საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, თავმჯდომარე;
თინათინ მახარაძე - შვეიცარიული აგრარული სკოლა "კავკასიას" დირექტორი და თანადამფუძნებელი