მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინიგზა ბიუჯეტიდან სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებისთვის დაახლოებით 50 მლნ ლარს მიიღებს

BM.GE
16.05.20 00:51
931
მაშინ, როცა კოვიდ-19-თან დაკავშირებით, ანტი და პოსტ-კრიზისული გეგმებისა და პაკეტების განხილვა ყველაზე მწვავედ დგას დღის წესრიგში და ფაქტია, რომ კოვიდ-19-ის შედეგებთან საბრძოლველად ფული საკმარისი არ არის - არც ვალით და არც გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან - დღეს პარლამენტმა განიხილა კანონპროექტი, რომელიც რკინიგზით სამგზავრო გადაყვანის 50 მილიონი ლარით სუბსიდირებას გულისხმობს. როგორც კანონპროექტი განმარტავს, ამას სახელმწიფოს ევროკავშირის დირექტივა ავალდებულებს.