მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

RMG-ის საერთაშორისო აღიარება

BM.GE
28.02.20 11:09
1343
Forbes Georgia-ს რეიტინგში, რომელიც საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით შარშან აპრილში მომზადდა კომპანია RMG-ი საქართველოს 100 უმსხვილეს კომპანიას შორის მოხვდა. არემჯი-მ თავისი ადგილი შარშან მაისში ჩვენს მიერ მომზადებულ ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების რეიტინგშიც იპოვა. კომპანიის კიდევ ერთ - ახალ რეიტინგში მოხვედრის შესახებ კი გუშინ გავიგეთ. ამჯერად საქმე Forbes Georgia-ს არ ეხება. შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის შედეგები გუშინ შერატონ გრანდ მეტეხი პალასში გამართულმა საქართველოს ნაციონალური ბიზნესრეიტინგის რიგით მე-8 ცერემონიამ შეაჯამა.

სტუმრები: კახაბერ მჭედლიშვილი - "არემჯის" კორპორაციული დირექტორი;
გიორგი ჩხეიძე - "არემჯის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე HR საკითხებში