მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან შეწყდება A-კატეგორიის ტაქსების ლიცენზიების გაცემა?

BM.GE
08.12.22 18:23
1047
ტაქსის რეფორმის სამივე კატეგორიის ამოქმედების შემდეგ A-კატეგორიის ლიცენზია აღარ გაიცემა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. როგორც ცნობილია, თბილისის მერია ტაქსების რეფორმის მორიგი ეტაპის ამოქმედებას გეგმავს, რაც ტაქსის ლიცენზიას ფასიანი ქაღალდის სტატუსს შესძენს, რომლის მფლობელებსაც ლიცენზიის როგორც გასხვისება ისე იჯარით გაცემა შეეძლებათ. რა იცვლება ტაქსის მძღოლებისთვის, ვინ ისარგებლებს ტაქსის ლიცენზიით, რომელსაც ფასიანი ქაღალდის ძალა ექნება და ექნება თუ არა აღნიშნულ ცვლილებებს გავლენა ტაქსის მომსახურების ფასზე?