მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ამოქმედდება GMP სტანდარტი?

BM.GE
09.12.21 10:23
422
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ბაზარზე მოქმედ ფარმაცევტულ საწარმოებს, ხარისხის ახალ - GMP სტანდარტზე გადასვლა მომდევნო წლის 1-ლი იანვრის ნაცვლად, ეტაპობრივად, 2022 წლის იმ კონკრეტულ თვემდე შეეძლებათ, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული. თუმცა, ამავე დროს, დამატებითი შეღავათი განესაზღვრათ იმ მწარმოებლებს, რომლებსაც წარმოების ნებართვის ვადა ივნისის თვემდე აქვთ მიღებული და მათ ხარისხის სერტიფიკატი 30 ივნისამდე უნდა მოიპოვონ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, დადგენილებაში შედის ცვლილება და იმ მწარმოებლებს, რომლებსაც GMP სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებენ, მედიკამენტების ექსპორტის საშუალება მაინც ექნებათ. რაც ცვლის მორიგად გადავადებული სტანდარტის ამოქმედება ბაზრის მოთამაშეებისთვის? 

სტუმარი: ირაკლი მარგველაშვილი - საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი;