მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება ბათუმის კუნძულის სამშენებლო სამუშაოები?

BM.GE
30.09.21 13:42
1031
ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია ამბასადორი განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება.

საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობასა და კომპანია ამბასადორს შორის გაფორმდა. მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას აღნაგობის უფლებით 90 ჰა ტერიტორია მდებარე ქალაქ ბათუმში ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლებაში გადაეცემა.

„ამბასადორი - ბათუმის კუნძული" მსოფლიო დონის უნიკალური პროექტი იქნება“, - ამის შესახებ თავად კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის ინვესტორმა „ამბასადორი ჯგუფის“ დამფუძნებელმა თორნიკე ქებურიამ განაცხადა. რას მოიაზრებს მსოფლიო დონის პროექტის შექმნა შავი ზღვისპირეთში?

სტუმარი: ფრიდონ ქათამაძე - „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ თანადამფუძნებელი