26.ოქტომბერი .2020 09:59

როდის განვითარდება წყალტუბო?

უკან

აქვს თუ არა წყალტუბოს როგორც ბალნეოლოგიურ კურორტს განვითარების რეალური შესაძლებლობა? რა დრო სჭირდება მის განვითარებას და იმისათვის, რომ განვითარდეს რა უნდა გამოსწორდეს? - ამ კითხვებზე პასუხები “საქმიანი დილის” გადამღებმა ჯგუფმა ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისგან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტისგან მიიღო. წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია გასულ კვირას გაიმართა. წარმოდგენილი სამი კომპანიიდან, კონკურსში გამარჯვებული, წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციას ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში შეიმუშავებს.