მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გათავისუფლდება თბილისის ქუჩები ელეტროგადამცემი ანძებისგან?

BM.GE
23.10.19 23:58
926
უკვე წლებია მიდის საუბარი თბილისის მასშტაბით არსებული ელექტროგადამცემი ანძების საკითხზე. ხშირად მოგვისმენია მოსახლეობის  წუხილიც, რომ ელექტროხაზები მათ საცხოვრებელ ბინებთან ძალიან ახლოსაა. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ თბილისის მერმა ოდიშელიძის, ტაშკენტის, საირმისა და საბურთალოს ქუჩებზე მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროხაზების მიწისქვეშა განთავსებაზე განაცხადა. პროექტს თბილისის მერია თელასთან თანამშრომლობით ახორციელებდა. გავიდა წელიწადზე მეტი , მაგრამ ელეტროგადამცემი ანძები ამ ქუჩებზე ისევ არის და არსადაც არ გამქრალა. რა ხდება ამ მიმართულებით და როდის მოხდება ანძების დემონტაჟი?