მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის შემოვა კომერციული #ვაქცინა​ საქართველოში? - ნინა კობახიძე საქმის კურსში

BM.GE
15.03.21 15:03
819
კოვიდ ვაქცინის პირველი საჯარო აცრაც გაკეთებულია. დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აიცრა. მან covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა საჯაროდ გაიკეთა. შესაბამისად, დღეიდან საქართველოში ვაქცინაცია იწყება. მთავარი ახლა არის ტემპი და მოცვა. ვაქცინაციის ეტაპზე გადასვლის პერიოდში, მნიშვნვნელოვანია კერძო სექტორის როლიც. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორის, თინათინ სტამბოლიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, ქვეყანაში კომერციული ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება. როგორც სტამბოლიშვილმა BMG-ის გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განმარტა, სადაზღვევო კომპანიას აქტიური კომუნიკაცია აქვს ქართველ იმპორტიორებთან, რომლებიც, თავის მხრივ, ცდილობენ, ქვეყანაში ვაქცინა შემოიტანონ. როდის გვექნება კომერციული ვაქცინა ქვეყანაში და რა სამუშაოებს ატარებს ამისთვის ბიზნესი?

სტუმარი: ნინა კობახიძე - „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე