23.ნოემბერი .2021 18:43

როგორ აფასებს ბიზნესი მთავრობის სიღარიბის დაძლევის პოლიტიკას?

278
უკან

მთავრობის მიერ დაანონსებულმა ახალმა სოციალურმა პროგრამამ, რაც 200 ათასი ადამიანის დასაქმებას გულისხმობს, ჯერჯერობით უფრო მეტი კითხვა დატოვა, ვიდრე პასუხი. პრემიერმა განმარტა, რომ წლის ბოლომდე დეტალურად გავიგებთ, როგორ აპირებს ხელისუფლება ამ ხალხისთვის სამუშაო ადგილების შექმნას და რა გავლენას იქონიებს ეს პროცესი სოციალურად დაუცველთა ბაზაზე, რაც ჯერჯერობით მხოლოდ იზრდება. ამ გეგმების გარკვევამდე კი საქმის კურსი კერძო სექტორის პოზიციებს შემოგთავზებთ - არის თუ არა ცალკეულ დარგებში კადრების დეფიციტი და სიღარიბის შესამცირებლად მთავრობის ხედვებით, რა შედეგებს მივიღებთ შრომის ბაზარზე?