მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს მთავრობა აპრილში 45%-იან ეკონომიკურ ზრდას?

BM.GE
31.05.21 18:31
534
აპრილში საქართველოში დაფიქსირებული თითქმის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი თემად იქცა. მშპ-ს ზრდა ძირითადად საბაზო ეფექტით არის გამოწვეული, რადგან 2020 წლის აპრილში ქვეყანა ფაქტობრივად სრულად იყო ჩაკეტილი და ეკონომიკაც 16.6%-ით შემცირდა: ეს არის “ზამბარის ეფექტი", ლოქდაუნით შეკუმშული ეკონომიკა შეზღუდვების შერბილების ფონზე მკვეთრად გაიშალა - ასეთია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის განმარტება. ირაკლი კოვზანაძე დამშვიდების საფუძველს ვერ ხედავს, თუმცა, ეკონომიკის ზრდის მაღალმა მაჩვენებლმა როგორც ჩანს, ხელისუფლებას თამამი ნაბიჯებისკენ უბიძგა - მთავრობა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის სამიზნე მაჩვენებელს 4.3%-დან 6.5%-მდე ზრდის.