06.ოქტომბერი .2022 15:21

როგორ აისახება გაუფასურებული ევრო საქართველოდან ექსპორტზე?

115
უკან

ევროს შესუსტების ფაზა გრძელდება - მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირაში ოცწლეულის მინიმალურ მაჩვენებლამდე ვარდის შემდეგ, რაც 95 ცენტს შეადგენდა, ევრომ დოლარის მიმართ პოზიცია მცირედით გაიუმჯობესა, მოლოდინები მაინც ნეგატიურია. ევროპის მასშტაბით ენერგოკრიზისის, რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავებისა და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე ევრო ამერიკულ დოლართან მიმართებით გაუფასურებულია. თიბისი კაპიტალი აღნიშნავს, რომ ევროს დიფერენციალი სავარაუდო გაუფასურებაზე ისევ მიუთითებს. 

ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, მონეტარული პოლიტიკის ამგვარი კორექტირება არ იყო საკმარისი ევროს მხარდასაჭერად. ზოგადად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, და შესაბამისად, ისინი არჩევენ თანხის იმ ვალუტასა და ქვეყნებში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია და მეტი მოგების მიღება შეუძლიათ. დღეს მაგალითად პრიორიტეტი აშშ კეთდება გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი 1%-იან ნიშნულზე დაბალია, როგორც ეს, მაგალითად, ევროზონის შემთხვევაშია. ინვესტორებს აფრთხობს რეცესიის რისკებიც. 


მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკები და ჰეჯ-ფონდები მიმდინარე წლის ბოლოდან ევროზონაში რეცესიის განვითარებას პროგნოზირებენ, თუმცა თავად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლობა მსგავს ნეგატიურ მოლოდინებს არ იზიარებს. ევროს გაუფასურებას გავლენა აქვს საქართველოზეც... მათ შორის ევრო ლარის მიმართაც გაუფასურებულია.. ევროზონა კი, საქართველოს მნიშნველოვანი სავაჭრო პარნიორია და მასზე ექსპორტის 15.%, იმპორტის კი, 22% მოდის. როგორ აისახება ევროს გაუფასურება ქართველ ექსპორტიორებზე?

სტუმარი: გვანცა მელაძე - ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;