მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ამოვიცნოთ ფინანსური პირამიდა და თაღლითური სქემები?

BM.GE
11.10.21 12:31
611
თაღლითური სქემები და ფინანსური პირამიდა - საფრთხეები, რომელიც ასეთ სქემებს თან ახლავს. ფინანსური პირამიდა ეს არის საქმიანობის ფორმა, რომლის ფარგლებშიც კომპანია მომხმარებლებისგან იზიდავს თანხას და მათ სანაცვლოდ სთავაზობს სარგებელს, რომელიც როგორც წესი, ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს გაცილებით აღემატება.

ფინანსური პირამიდა მისივე წევრებისგან მოზიდულ სახსრებს, როგორც წესი, მომგებიან ბიზნეს საქმიანობებში კი არ აბანდებს, არამედ ეს თანხა სხვა წევრებისთვის სარგებლის გადასახდელად მიემართება. ამდენად, მომხმარებლისთვის დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო ახალი და/ან არსებული წევრებისგან დამატებითი სახსრების მოზიდვაა და როგორც კი შესაძლო ახალი წყარო ფერხდება სქემა იშლება. კომპანია ვეღარ ემსახურება ვალდებულებებს და სქემაში ჩართული ადამიანები ზარალდებიან. როგორ გამოვიცნოთ არ გავებათ ხაფანგში და როგორ ავირიდოთ თავიდან ფინანსურ პირამიდაში მოხვედრა?

სტუმარი: გიორგი კეპულაძე - "საზოგადოება და ბანკები", გამგეობის თავმჯდომარე;