26.მარტი .2020 18:57

როგორ ავირიდოთ სასურსათო კრიზისი - რა უნდა შეიცვალოს სახელმწიფოს დაფინანსებაში?

216
უკან

სახელმწიფო პროგრამები უნდა გადაიხედოს - ასეთია ბიზნესასოციაციების დამოკიდებულება ისეთ პროგრამებთან დაკავშირებით როგორებიცაა “აწარმოე საქართველოში”, იაფი აგროკრედიტი, დანერგე მომავალი და ა.შ. ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის საჭირო თანადაფინანსების ღონისძიებები საქართველოში რამდენიმე წელია მიმდინარეობს. თუმცა, მათი გადახედვა რომ აუცილებელია, კორონავირუსმა და ამის გამო საქართველოსა და მსოფლიოში არსებულმა მდგომარეობამ დაამტკიცა - ამბობენ ასოციაციები. უფრო კონკრეტულად რატომ ითხოვენ სახელმწიფო პროგრამების შეცვლას და რა არის ახალი პრიორიტეტები?