მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ და სად იზრდება მოთხოვნა ქართულ ღვინოზე?

BM.GE
06.05.21 12:02
640
2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში 19 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რომლის ღირებულება 44 მლნ აშშ დოლარს აღწევს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინის ექსპორტი 205-მა კომპანიამ განახორციელა. 

2021 წლის პირველ კვარტლში, ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი მაჩვენებელი 2%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, თუმცა, ღირებულება 5%-ით ნაკლებია, რაც პანდემიით შექმნილ ვითარებაში მსოფლიოში ღვინის ბაზრებზე ფასების შემცირებით არის განპირობებული.

პანდემიური წლის მიუხედავად ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: ჩინეთი - 29% (959,040 ბოთლი), ლიეტუვა - 38% (245,940 ბოთლი), აშშ - 3% (237,878 ბოთლი), ესტონეთი - 22% (161956 ბოთლი), იაპონია - 11% (51346 ბოთლი ) და დიდი ბრიტანეთ- 2% (117118 ბოთლი).

ექსპორტის რაოდენობა ასევე მზარდია: კანადაში - 31% (67,770 ბოთლი), ყაზახეთში - 57% (793,114 ბოთლი), ისრაელში - 56% (131,626 ბოთლი), აზერბაიჯანში - 66% (87,449 ბოთლი), თურქეთში - 115% (30,930 ბოთლი).

სტუამრი: გიორგი სალაყაია - კომპანია "ბადაგონის" დამფუძნებელი