მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაეხმარება ბიზნეს კლასტერები მეწარმეობის განვითარებას?

BM.GE
27.04.21 09:30
822
2019 წელს დაწყებული პროექტი კლასტერების განვითარებისათვის, რომელიც ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს და მას (GIZ-ი) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს და რომლის მიზანიც საქართველოში ბიზნეს კლასტერების შექმნის გზით მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდის შელშეწყობაა. პროექტი რომელიც 2023 წლამდეა გაწერილი შედეგად 4 ბიზნეს კლასტერს დატოვებს, ტანსაცმლის წარმოების, სამშენებლო მასალების წარმოებისა და ტურიზმის სექტორებში, რაც მეწარმეებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ბიზნეს გაერთიანების ამ ახალი მოდელის დანერგვას გულისხმობს და ურთიერთსასარგებლო კავშირების დამყარება-გაძლიერების მიზანს ემსახურება.

სტუმრები: თამაზ დაუშვილი - "დიოს" დამფუძნებელი / ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;
სალომე არღვლიანი - კლასტერების განვითარების პროგრამის ექსპერტი (ტანსაცმელი და სამშენებლო მასალები) / GIZ);
ლიკა ქარდავა - ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის მენეჯერი