მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაიცავენ უძრავი ქონების გამქირავებელთა რისკებს?

BM.GE
22.05.23 11:53
215
აღსრულების ეროვნული ბიურო მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებში სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. ინიციატივის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების) რეგისტრაცია. მისი სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების ან/და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.რას ითვალისწინებთ მხარეთა წინასწარი შეთანხმება და ნიშნავს თუ არა ინიციატივა 2015 წელს გაუქმებული საპოლიციო გამოსახლების დაბრუნებას?

სტუმრები: ნიკა ნანუაშვილი - BAG-ის იურიდიულ დირექტორი;
ლაშა უფლისაშვილი - blc-ის პარტნიორი.