მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დავიცვათ ბინის გაქირავებისას საკუთრების უფლება?

BM.GE
07.09.22 10:39
273

რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველოსთან, მოლდოვასთან და ბალტიის ქვეყნებთან ურთიერთობისას ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას გაითვალისწინებენ. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საზღვარგარეთ, დსთ-ს ქვეყნებთან და აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის გაფართოება იქნება. 

კონცეფციაში ასევე აღნიშნულია, რომ ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.

ბოლო თვეებში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში აქტიურად შემოდინების პარალელურად საზოგადოების შფოთვას მსგავსი განცხადებები სამეზობლოდან და კონკრეტული ფაქტები კერძო საკუთრების მიტაცების მცდელობებისა ამძაფრებს. განსაკუთრებით როცა კონკრეტული ეროვნების წარმომადგენლები ბინის ქირაობის მოტივით საკუთრებაში შედიან და შეთანხმების პირობების შესრულებაზე უარის შემდეგ მის დატოვებაზეც უარს აცხადებენ. რა ბერკეტი აქვს მეპატრონეს და რა ქმნის პრობლემას?


სტუმარი: ნიკა მაღედანი - საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი;