მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ემზადება აჭარა ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის?

BM.GE
10.04.23 14:05
146
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებას წელს შედარებით ადრე პროგნოზირებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე აცხადებს, რომ სასტუმროებში ამ ეტაპზე დატვირთულობის მაჩვენებელი უკვე გაზრდილია. წინა მოსამზადებელი სამუშაოები კი როგორც ბათუმში, ისე აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, 25 მარკირებულ მარშრუტზე სასტუმრო სახლებისა და სერვისების რაოდენობა 20%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება პრიორიტეტებს, წელს რეგიონი 5 მნიშვნელოვან პრიორიტეტს გამოყოფს: 
1) რეგიონის პოპულარიზაცია და ბაზრების დივერსიფიკაცია, მათ შორის საერთაშორისო ბაზრებზე. ამ მიზნით კერძო სექტორთან ერთად უწყება 15 საერთაშორისო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას.
2) ეს არის ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ტურისტის დიდხანს დაყოვნების მიზნით უნდა არსებობდეს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის განვითარებასთან და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებთან.
3) ეხება სერვისის დონეს რეგიონში და კადრების დეფიციტს.
4) პრიორიტეტია საერთაშორისო ღონისძიებები, რომლის მასპინძელი წელს ბათუმი იქნება. მათ შორის მაისში იგეგმება ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა, ივნისში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 21 წლამდე ასაკში რომლის ფინალსაც ბათუმი უმასპინძლებს. ბათუმში ჩატარდება მსოფლიო ტურისტული დაჯილდოება ე.წ „მსოფლიო ტურიზმის ოსკარი“ და სხვა.
5) იმის გათვალისწინებით, რომ შიდა ტურიზმი პანდემიის პირობებში საკმაოდ განვითარდა და აჭარა პოპულარულია, უწყებაში აცხადებენ, ის ტურისტული ობიექტები, რომელიც აჭარაშია უნდა მოერგოს ადგილობრივების მოთხოვნებს და ამისთვის სპეციალური თარგეთირებული პროექტი კეთდება, საუბარია სპეციალურ აპლიკაციაზე, რომელიც აჭარის ხელახლა აღმოჩენის საშუალებას მისცემს მოგზაურებს.

რამდენად სწორი პრიორიტეტებით ვხვდებით მოახლოებულ ზაფხულის სეზონს და როგორია წლის მოლოდინები?

სტუმარი: მამუკა ბერძენიშვილი - ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი