მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გადააქცევენ იტალიაში ციხეს ტურისტული დანიშნულების ადგილად?

BM.GE
15.06.21 13:53
259
ტირენიის ზღვაში არსებული პატარა კუნძული, რომელიც წლების წინ ყველაზე მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრებისთვის ციხე იყო, რამდენიმე წელიწადში ტურისტულ სანახაობად გადაკეთდება. “მუზეუმი ღია ცის ქვეშ” - ასე ახასიათებს იტალიის მთავრობა პროექტს, რომლისთვისაც 86 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყო და 2025 წლამდე უნდა მოეწყოს ინსპრასტრუქტურა, აღდგეს შენობები და უნდა მოუყვეს ტურისტებს ის მძიმე ისტორიები და წარსული, რასაც ის კედლები ინახავენ, რომლებსაც ახლა თქვენ კადრებში ხედავთ. ამ გზით იტალია, კიდევ უფრო მეტი ტურისტის დაინტერესებას ასევე ფაქტობრივად, უფუნქციო კუნძულისთვის ახალი იდეისა და დანიშნულების შეძენას ისახავს მიზნად.