მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გამდიდრდა Audi ?

BM.GE
04.04.21 11:36
551
გერმანული ბრენდი აუდი 1909 წელს დაარსდა, როდესაც ავგუსტ ჰორხმა დირექტორთა საბჭოსთან უთანხმოების შემდეგ, დატოვა ის ქარხანა, რომელიც მან 1909 წელს შექმნა და ისე როგორც არასდროს დაიწყო კონკურენტ ბრენდზე მუშაობა. მარცხი მიიღო მოტივაციად და გაორმაგებული ძალებით სათავეში ჩაუდგა ახალ კომპანიას. ეს იყო აუდი, რომელიც იმ დროს არავინ იცოდა, მაგრამ მალევე ყველას გააცნო. ისტორია, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, რეალურად ბევრ ასეთ მარცხსა და წამოდგომას აერთიანებს. იყო შემთხვევები, როდესაც წარმოება საერთოდ გაჩერდა, განადგურდა ტექნიკა, ინფრასტრუქტურა და აღარც იმედი მოიძებნებოდა - საქმიანობის გაგრძელების. მაგრამ ამ ჭაობიდანაც ამოვიდა და ყველა საუკუნეს სიახლით, ინოვაციითა და რევოლუციური მოდელებით შეხვდა. არც ეს კრიზისი და პანდემიაა აუდისთვის დაბრკოლება, იმიტომ რომ შესაძლებლობების ლიმიტი როგორც აქ ამბობენ არ არსებობს.