მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გამდიდრდა დემნა გვასალია?

BM.GE
21.03.21 11:43
808
„იშვიათი დიზაინერი, რომელსაც შეუძლია მოდის ინდუსტრიაში არსებული წესები დაარღვიოს“ – წერს ამერიკული Vogue დემნა გვასალიას შესახებ. მას ყველა უსმენს, ყველა უყურებს. სხვა თუ არაფერი, Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორია. ექსცენტრულია. მოდა კი საშუალებაა, შეგრძნებები, მოგონებები ფორმებისა და ფერის ისეთ კონფიგურაციად აქციოს, რომ თავი დაგამახსოვროს, დაგაფიქროს. ვეტმანტის(Vetements) 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია დემნა გვასალიას განაცხადი იყო − „მე საქართველოდან ვარ“. საქართველოდან, რომელსაც აფხაზეთი წაგლიჯეს. ქვეყნიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის ბატონობაში ათწლეულების განმავლობაში იმყოფებოდა და რომელმაც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაბრუნება სულ რამდენიმე წელია შეძლო. “ამჯერად რას გვიმზადებს?“ − ეს შეკითხვა მის ჩვენებაზე მისულ ნებისმიერ სტუმარს უტრიალებს თავში. მისი ყოველი კოლექცია კი განაცხადია, რომელსაც მთელი მოდის სამყარო უსმენს, უყურებს და აფასებს.