მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გამდიდრდა ლუქსემბურგი?

BM.GE
28.11.21 15:18
1515
საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი - განაცხადა ორიოდე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მეც ვფიქრობ რომ აქვს საქართველოს ეს შესაძლებლობა, თუმცა მხოლოდ დაუღალავი შრომით, თამამი რეფორმებით და პოლიტიკურ პოლარიზაციაზე უარის თქმით არის ეს შესაძლებელი. ოღონდ, ეს არ არის ხვალინდელი პერსპექტივა, რადგან ამას ყველაფერს გამორჩეული სტაბილურობა სჭირდება რომლის ნიშანწყალიც ჰორიზონტზე არ ჩანს

რთულია თქმა მაინც და მაინც ლუქსემბურგი რატომ დაასახელა პრემიერმა და არა მაგალითად თუნდაც რუმინეთი, რომელიც ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველოზე სამჯერ მდიდარია და მასთან დაახლოებაც კი საქართველოსთვის დიდი მიღწევა იქნებოდა. თავად ლუქსემბურგს კი ერთ მოსახლეზე შემოსავლებით 26-ჯერ ჩამოვრჩებით.

ჩემი პირდადი დაკვირვებაა, რომ პრემიერ მინისტრზე და მის განცხადებაზე ლუქსემბურგთან დაკავშირებით გავლენა იქონია მისმა შეხვედრებმა ევროპის და მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახის, როტშილდების წარმომადგელნებთან, მაგრამ ერთია როცა შენი ფართ თაიმ მრჩეველი ჩამოგიყვანს ერთჯერად შეხვედრაზე თუნდაც ისეთ ძლიერ ინვესტორს როგორიც როტშილდია, და მეორე ის რელობა რომელიც გვაქვს ქვეყანაში.

ლუქსემბურგის გამდიდრების ისტორია კი სათავეებს გასული საუკუნის 40 ციანი წლებიდან იღებს,როდესაც ფინანსური სექტორის განვითარებამდე, ფოლადის წარმოება განვითარდა და დაიწყო პროგრესი და ეკონომიკური ზრდა. ლუქსემბურგში მუდმივად ცხოვრობს თბილისის მეოთხედი მოსახლეობა, ანუ დაახლოებით 600.000 ადამიანი, მაგრამ ამ ქვეყანამ, მართლა ჯუჯამ მოახერხა და გახდა მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადმაინების და მათი კომაპნიებისთვის გამორჩეულად მიმზდიველი ქვეყანა გამხდარიყო.