მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იცვლებოდა პურის ფასი საქართველოში?

BM.GE
15.05.22 21:52
602
ხორბლის ორი უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები ერთმანეთთან საომარ ვითარებაში არიან, და რუსეთი-ურაკინის ომმა ხორბლის კრიზისი შექმნა უკლებლივ ყველგან და მთელს მსოფლიოში. 

სხვადასხვა უცნაური ფორმულების თანმხლები ბაჟები და დამატებითი სახდელები, რომელიც რუსეთმა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე შარშან დააწესა, ბაზარი მიიყვანა იქამდე, რომ ხორბლის ბიზნესის და წისქვილკომბინატებმა არ გააკეთეს შესაბამისი მარაგები, რაც უზრუნველყოფდა ადექვატურ ფასში ხორბლის დასაწყობებას შესაბამის ელევატორებში. ხოდა, მოსახდენიც მოხდა, და ქვეყანა გადაერთო ფქვილის იმპორტზე, რომელიც გაცილებით მალფუჭებადია ვიდრე ხორბალი, და ფქვილი შენახვას მხოლოდ რამდენიმე თვით ექვემდებარება და ისიც სპეციალურ პირობებში რომელიც ბევრს საქართველოში არა აქვს. ადრე, თუ ფქვილი ქვეყანაში 1000 ტონამდე შემოდიოდა, ეხლა ეს ყველაფერი აღწევს დაახლოებით 17 ათას ტონას თვეში. და სწორედ, ამ გზით ახერხებს საქართველოს მთავრობა შეინარუჩუნოს ფასები, რომლის ზრდა, ბევრი სხვა კომპენენტით უბრალოდ გარდუვალუა და უმთავრესი აქ არის მომატებული ფასები დენზე და გაზზე, ასევე საწვავზე რაც უზრდის თვითღირებულებას პურის ფასს. 

როგორ იზრდებოდა პურზე ფასი ბოოლო 23 წლის განმავლობაში?