მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იმუშავებს კანონი იერსახის დამახინჯებაზე?

BM.GE
19.09.19 12:46
734
იმ პირებს, რომელთა მფლობელობაში არსებული შენობა–ნაგებობები ქალაქის, თუ დაბის იერსახეს ამახინჯებენ, რეკონსტრუქციის, აღდგენის, ან დემოტაჟის ვალდებულება ექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან. ამ ვალდებულებას "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონის პროექტი ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმების მოცულობა 200-დან 5000 ლარამდეა.

კერძოდ, თუ მესაკუთრე დადგენილ ვადებში არ შეასრულებს ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიცემულ მითითებას, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე 5000 ლარით დაჯარიმდება, თვითმმართველ ქალაქში - 1000 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახლებაში - ქალაქში 500 ლარით, ხოლო დაბასა და სოფელში – 200 ლარით.

სტუმარი: მზია გიორგობიანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე