მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იმუშავებს კომუნალური შეღავათების პლატფორმა?

BM.GE
03.04.20 12:07
1413
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადთან მიმართებაში სახელმწიფო სუბსიდიის გამოყენების სურვილი არ აქვთ, შეთავაზებაზე უარის თქმა შეუძლიათ. ასეთმა აბონენტებმა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მომარაგებაზე პასუხისმგებელ შესაბამის კომპანიებს უნდა მიმართონ, რომლებიც სიებს დააკორექტირებენ. მათივე განმარტებით, იმ ადამიანების სუბსიდია, რომლებიც სახელმწიფოს დახმარებაზე უარს იტყვიან, სხვა მოქალაქეებს მოხმარდებათ, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შექმნილია პროგრამა, რომელიც ყველა მოქალაქეს აძლევს საშუალებას, უარი თქვას ამ დახმარებაზე. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ კომუნალური გადასახადების დაფინანსების ინიციატივის შესახებ კომპანიები უკვე ინფორმირებული არიან და ამ მიმართულებით აბონენტებისთვის მომსახურების შეწყვეტას ან სხვა გაუგებრობას ადგილი არ ექნება. მისი შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა მისასალმებელია და მომხმარებელთა უფლებების დაცვას ემსახურება. აბონენტებს, რომელთაც კომუნალური გადასახადი უკვე გადახდილი აქვთ, თანხა არ დაეკარგებათ, ბონუსის სახით გადავა და შემდეგ გამოიყენებენ.


რამდენ აბონენტს შეეხება მთავრობისგან კომუნალურების სუფსიდირება, რა მოცულობის თანხაზეა საუაბრი, რა ტიპის კომუნიაკცი მიდის კომპანიებთან, როდის გაჩნდება პლატფორმა მათთვის, ვისაც სახელმწიფოსგან დახმარების უკან დაბრუნება შეუძლია?


სტუმარი: დავით ნარმანია - სემეკ-ის თავმჯდომარე