მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მივიღოთ ბრიტანული განათლება საქართველოში?

BM.GE
24.02.20 10:19
906
საერთაშორისო დიპლომის და შესაბამისად განათლების მიღება საქართველოში ქვეყნიდან გაუსვლელად სულ უფრო მეტი წყაროდან არის შესაძლებელი. სხვადასხავ შეთავაზებები უნივერსიტეტების თუ სკოლების წარმომადგენლების მხრიდან ვცდილობთ უყურადღებოდ არ დაგვრჩეს და საქმიანი მაყურებლისთვის ყველა ამბავი ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. სიახლეებთან ერთად არც უკვე კარგად გამოცდილ სასწავლებლებსა და მათ პროგრამებს ვივიწყებთ. მათ შორის უდავოდ გამორჩეულია შეფილდის უნივერსიტეტი რომელიც ერთ ერთი უძველესი ბრიტანული უნივერსიტეტია და ამ უნივერსიტეტის პროგრამით შეფილდის დიპლომის მიღება თბილისშისც შესაძლებელია.

მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების ასეულში მყოფი შეფილდის უნივერსიტეტის სტუდენტებს სამხრეთ აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან უნიკალურ შანს ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღებით აძლევს. საქართველო მე-7 ქვეყანა, სადაც ეს პროგრამა შედგა და ის შედგა წარმატებულად.

სტუმარი: ლესლი სზამოსი - შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების აკადემიური დირექტორი